მთავარიამერიკააშშIG Nobel - ყველაზე აბსურდულად სასაცილო მეცნიერული აღმოჩენისთვის

IG Nobel – ყველაზე აბსურდულად სასაცილო მეცნიერული აღმოჩენისთვის

ბოსტონის უნივერსიტეტში IG Nobel-ის პრემიის დაჯილდოება გაიმართა. ეს არის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ  მეცნიერების, ტექნოლოგიების, მედიცინის, ლიტერატურისა და სხვა სფეროების უცნაური, მოულოდნელი და ზოგჯერ აბსურდულად სასაცილო აღმოჩენისთვის.

„IG Nobel-ის პედიატრიის პრემია გადაეცემათ ჯული მენელასა და გარი ბოშამპს. მათ შეისწავლეს, თუ რას განიცდის ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი, როდესაც ბავშვის დედა ნიორს ჭამს…

პრემია ასევე გადაეცემა გარდაცვლილ დოქტორ უილიამ ბ. ბინს 35 წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი ფრჩხილის ზრდის ტემპის მუდმივი ჩაწერისა და ანალიზისთვის”, – ამბობს მარკ აბრაამსი, დაჯილდოების წამყვანი.

და ეს ყველაფერი არაა. ჟიური იკვლევდა ბევრ სხვა საინტერესო აღმოჩენასაც. მკვლევართა ჯგუფმა იაპონიიდან შეისწავლა, დაიცავდა თუ არა ძროხებს ბუზებისგან ზებრას მსგავსი ზოლებით შეღებვა.

IG Nobel-ის პრიზი გადაეცა მკვლევართა ჯგუფს იაპონიიდან, რომელიც იკვლევდა, დაიცავდა თუ არა ძროხებს ბუზებისგან ზებრას მსგავსი ზოლებით შეღებვა, ბოსტონი, 18 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP/Robert F.Bukaty

გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი იყო საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის კვლევა, რომლებმაც შეისწავლეს, აფერხებს თუ არა ღამურების ფრენის უნარს, მათთვის ალკოჰოლის მიცემა.

IG Nobel-ის პრიზი გადაეცა ფრანცისკო სანჩესს, რომელმაც შეისწავლა, ახდენს თუ არა ალკოჰოლი ღამურებზე გავლენას ფრენის დროს, ბოსტონი, 18 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP/Robert F.Bukaty

მეცნიერებმა კიდევ ერთი სასაცილო ექსპერიმენტი ჩაატარეს – ალიგატორის ფილტვებში ჰელიუმი ჩაუშვეს და შეისწავლეს, თუ როგორ იცვლებოდა ალიგატორების ხმა.

ერთ-ერთმა მონაწილემ კი ძალიან უცნაური კვლევა ჩაატარა, გამოიკვლია თუ როგორ და რა სიჩქარით იფანტება ჰაერში საპირფარეშოში გასხმული აეროზოლი.

საბოლოოდ IG Nobel-ის დაჯილდოებაზე ათი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ საგანგებო პრიზი – ქაღალდის თვითმფრინავები ესროლეს. ცერემონიას ნობელის პრემიის ნამდვილი ლაურეატებიც ესწრებოდნენ.

IG Nobel-ის დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრეები ქაღალდის თვითმფრინავებს ისვრიან, ბოსტონი, 18 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP/Robert F. Bukaty

IG Nobel 1991 წელს დაარსდა ამერიკაში, ჟურნალ Annals of Improbable Research-ის ინიციატივით და ყოველწლიური ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება. დაჯილდოება ამტკიცებს, რომ რომ მეცნიერება ხანდახან ძალიან გასართობი და სახალისოა.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend