რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამოაზრე, დიმიტრი კოზაკი, კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. რუსული მედიის ცნობით, მან ამის შესახებ უკვე გადაწყვიტა და 19 სექტემბერი მისთვის ბოლო სამუშაო დღე იქნება.
კოზაკი იმ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ეწინააღმდეგებოდნენ. რამდენიმე კვირის წინ New York Times წერდა, რომ მან პუტინს პირადად ურჩია ომის თავიდან აცილება და გააფრთხილა მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ. სავარაუდოდ ამიტომ ომის დაწყების შემდეგ მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.
თავად კოზაკი საბჭოთა უკრაინაში დაიბადა. ის წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კრემლის პოლიტიკაში უკრაინის მიმართ.