მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდონალდ ტრამპს ლონდონში საპროტესტო აქციებით დახვდნენ

დონალდ ტრამპს ლონდონში საპროტესტო აქციებით დახვდნენ

ლონდონში დონალდ ტრამპს აქციებით დახვდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილმა დემონსტრანტებმა გააპროტესტეს აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა და ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოწყობილი საზეიმო დახვედრა და მისთვის დაგებული წითელი ხალიჩაც.

ტრამპის მოწინააღმდეგე ბრიტანელებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურმა ვიზიტმა დიდ ბრიტანეთში, რომელიც მათი თქმით, საკმაოდ ძვირი ჯდება. ნაწილმა  აშშ-ის პრეზიდენტს სექსუალურ ტრეფიკინგში დამნაშავე ჯეფრი ეფშტეინთან მეგობრობაც გაახსენა და ამის გამო გააკრიტიკა.

„არ მომწონს ის ფაქტი, რომ აქ ჩამოსვლის უფლება მივეცით. ჩვენ მილიონობით ფუნტს ვხარჯავთ მის უსაფრთხოებაზე. კითხვა მაქვს  – რატომ? რა სარგებელი მოაქვს ამას? ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სავაჭრო გარიგება, გულწრფელად გითხრათ ამ ყველაფერმა პატივისცემა დამაკარგვინა სტარმერის მიმართაც, ვფიქრობ, უფრო მტკიცედ უნდა დამდგარიყო”, – აღნიშნა ტრამპის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილემ.

დემონსტრაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 17 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/King Cheung

„როიტერსის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ბრიტანეთში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა საგულისხმოა, რომ ლონდონში მის ჩასვლას საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა. საპროტესტოსთან ერთად ქალაქში მოეწყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერი აქციებიც, სადაც უინძორის სასახლესთან მისი ჩასვლისა და მისალმების მსურველებიც მრავლად იდგნენ.

„მე აქ ვარ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო პრეზიდენტ ტრამპს, ის იბრძვის ხალხისთვის, უმკლავდება დაბრკოლებებს, აწესრიგებს იმ არეულობას, რაც ამდენი წლის განმავლობაში შტატებში დაგროვდა. ის კარგ საქმეს აკეთებს, მათ შორის აკეთებს მაქსიმუმს საერთაშორისო დონეზეც, ბევრ ადამიანს სჭირდება მისი დახმარება”, – ამბობს ტრამპის მომხრეთა აქციის მონაწილე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend