რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ. მას და კიდევ 21 პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
ბრალდების თანახმად, ისინი ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფას ცდილობდნენ მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, გაუქმდა.
Euronews Romania-სთან ინტერვიუში, რუმინეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, აუგუსტინ ლაზარმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯორჯესკუს შესაძლოა 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.
2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სადაზვერვო დოკუმენტებზე დაყრდნობით იყო მიღებული და ეს დოკუმენტები საარჩევნო პროცესზე რუსეთის გავლენას ადასტურებდა.