მთავარიEuropean Unionევროკომისია რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმებას დააჩქარებს

ევროკომისია რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმებას დააჩქარებს

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს. ახალი შეზღუდვები უკავშირდება კრიპტოვალუტას, საბანკო და ენერგეტიკის სფეროებს.

ინფორმაცია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის მორიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მხარეები შეთანხმდნენ, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.

„რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებენ, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:42
spot_imgspot_img
Send this to a friend