მთავარიკულტურა„სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

„სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში”

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენი რეკომენდაციების მორიგ რაუნდში. თუ შემოდგომის ჰაერი უკვე ზამთარს გახსენებთ, ეს ღონისძიებები ნამდვილად დაგეხმარებათ ზამთრის ძილის თავიდან აცილებაში.

ლონდონში გელით გამოფენა, რომელიც საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას სტილსა და გავლენას წარმოაჩენს, ასევე შეგიძლიათ, ნახოთ ინოვაციური ხელნაკეთი ნივთები და ნამუშევრები ნორვეგიაში, რაც იმის ნიშანია, რომ  ევროპაში ყველა კუთხეს აქვს რაღაც საინტერესო და შთამაგონებელი.

და თუ ქვემოთ ნახსენები  ფილმის რეკომენდაცია უინტერესო და  ცივია თქვენთვის, ყოველთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ ტომ უეიტსის თბილ ხმას. ჩვენი კრიტიკოსი დევიდ მურიკანდი შეგიდგენთ საკუთარი გადმოსახედიდან საუკეთესო ფილმების სიას.

მოკლედ, აიღეთ ცხელი სასმელი და დაიწყეთ კალენდარში ჩანიშვნა — ეს სეზონი არ არის უმიზნო სირბილისთვის.

გამოფენები და ღონისძიებები

ART.HAND.WORK

ნაქსოვი ფიგურები, კერამიკის თეფშებისგან გაკეთებული გულსაკიდები და ძველი თუნუქის ქილებისგან დამზადებული ჭურჭელი — 100-ზე მეტი ნამუშევარი  ხელით შექმნილი ნივთების სილამაზესა და საზღვრების გადალახვის შესაძლებლობას წარმოაჩენს. გამოფენაში 90-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანი მონაწილეობს. აქ ნახავთ მინის, ლითონის, ხის, კერამიკის, ქსოვილის ნამუშევრებსა და ასევე ვიდეოქმნილებებს. გამოფენა ეხება ექვს თემას, მათ შორისაა „გადამუშავება” და „ხელსაქმის ტრადიციები”, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხელსაქმეს კულტურული იდენტობის ფორმირებითა და უფრო მდგრადი მომავლის ხედვით დაგვაახლოოს წარსულსა და აწმყოსთან.  გამოფენა 19 სექტემბრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ნორვეგიაში ოსლოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

Art Car Boot Fair: Comedy & the Comic!

ფერადი და უცნაური ნივთებით გაფორმებულ თაროებში ქექვა, ექსცენტრულ უცნობებთან საუბარი და დამალული საგანძურის აღმოჩენის ეიფორია — ვის არ უყვარს ასეთი ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა? თუმცა ეს ღონისძიება კიდევ  ერთი რამით გამოირჩევა.  აქ  კატის მტვრიანი ფიგურებისა და დაბზარული ვაზების ნაცვლად, შესაძლოა, წააწყდეთ  ტრეისი ემინის ან პიტერ ბლეიკის ნამუშევრებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობენ ბრიტანელი კომედიის ლეგენდა ვიკ რივზი, გამორჩეული ილუსტრატორი მისტერ დუდლი, ლეგენდარული ფოტოგრაფი რანკინი და 100-ზე მეტი სხვა არტისტი. მათგან  ბევრი ადგილზე იქნება, რათა პირდად შეხვდნენ და ესაუბრონ დამთვალიერებლებს. ეს არის სიხარულით სავსე ღონისძიება, რომელიც აერთიანებს წარმოდგენებსა და გამოფენა-გაყიდვას.  ბაზრობა ლონდონში 20 სექტემბერს გაიმართება.

მარი ანტუანეტას სტილი

საფრანგეთის ყველაზე დახვეწილი დედოფლის ცხოვრებას ლონდონის V&A მუზეუმში გაეცნობით. გამოფენა, სახელწოდებით Marie Antoinette Style, 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება. აქ წარმოდგენილია როგორც აბრეშუმის ჩუსტები, ისე თვალწარმტაცი სამკაულები და აქამდე უცნობი ნივთები.  ინტერაქციული გამოცდილება დამთვალიერებლებს  საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს ანტუანეტას საყვარელი სუნამოს სუნი. გამოფენაზე წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინერების, მათ შორის ვივიენ ვესტვუდის სამოსიც, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა გავლენა აქვს  ანტუანეტას სტილს დღევანდელ ესთეტიკასა და კულტურაზე. გამოფენა ლონდონში 20 სექტემბერს გაიმართება.

ფილმები

ყინულის კოშკი


.

ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელიც ფრანგმა რეჟისორმა ლუსილ ჰაჯიჰალილოვიჩმა გადაიღო, ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი იყო წლევანდელ ბერლინალეზე. ფილმი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის ეკრანიზაციაა და მთავარ როლს მარიონ კოტიარი ასრულებს. იგი ასახიერებს მსახიობ კრისტინა ვან დერ ბერგს, რომელიც  „თოვლის დედოფალში“ მონაწილეობს. რეპეტიციების დროს მას არასასიამოვნო   ურთიერთობა უწევს  ახალგაზრდა მსახიობ ჟანთან (კლარა პაჩინი).

ფილმი ეხება აკვიატების, იდენტობისა და ახალგაზრდობის თემებს. ჩვენი კინოკრიტიკოსი, დევიდ მურიკანდი, აღფრთოვანებული იყო ამ ნამუშევრით. მან ბერლინალეს 2025 წლის მიმოხილვაში დაწერა: „თუ გინდათ ცივი, იდუმალი ფილმი, სავსე სიმბოლოებით, ეს ჟრუანტელის მომგვრელი ოცნებათა რეალობა აუცილებლად უნდა ნახოთ“.

ფილმის პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში 17 სექტემბერს გაიმართება.

სატელევიზიო სერიალები

დილის გადაცემა


.

ემის პრიზის მფლობელი სერიალი, რომელიც ბრაიან სელტერის 2013 წლის წიგნს Top of the Morning-ს ეფუძნება, მეოთხე სეზონით ბრუნდება.

ჯენიფერ ენისტონი და რის უიზერსპუნი ტელეწამყვანების ალექს ლევისა და საველე რეპორტიორ ბრედლი ჯექსონის როლებს ასრულებენ. სერიალი იკვლევს პირად ურთიერთობებსა და სკანდალებს, რომლებიც ტელეგადაცემის კულისებში ჩქეფს.

ამ სეზონში მსახიობებს უერთდებიან მარიონ კოტიარი და ჯერემი აირონსი. გაერთიანებული რედაქცია ფარდას ხდის სიმართლისა და სენსაციურობის დაპირისპირებას  სამყაროში, სადაც deepfake-ს ვიდეოები სულ უფრო მეტად დომინირებს.

მუსიკა

კარდი ბი: Am I the Drama?


.

შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კარდი ბიმ  თავისი გრემის მფლობელი სადებიუტო სტუდიური ალბომი Invasion of Privacy გამოუშვა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკელი რეპერი ამდენი ხნის განმავლობაში უსაქმოდ იყო. ალბომში  შევა არაერთი სინგლი და ცნობილი კომპოზიცია, რომლებმაც მას ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა.  ალბომის სახელწოდება, გავრცელებული ინფორმაციით, უკავშირდება იმ კრიტიკასა და სკანდალებს, რომლებიც კარდი ბის კარიერის განმავლობაში არ აკლდა — მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას რეპერ ნიკი მინაჟთან. მზად იყავით აკვიატებისა და იმისთვისაც, რომ WAP, WAP, WAP ისევ გაგიჟებით გახსენებდეთ თავს კვირაში შვიდი დღე! ალბომი მსმენელისთვის 19 სექტემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend