მთავარიაზიაღაზაისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელმა ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

16 სექტემბერს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაზე დაიწყო სახმელეთო შეტევა, რომლის მიზანი ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებაა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მტკიცებით, ისრაელელი სამხედროები „ჰამასის“ ლიდერებს ანადგურებენ.

„ღაზა ცეცხლშია გახვეული“ – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს. მისივე განმარტებით, ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ისრაელი უკან არ დაიხევს, სანამ „მისია არ შესრულდება“.

ისრაელის შეტევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის მაღალჩინოსან წევრებს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელიდან კატარში მიემგზავრება.

ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო დონეზე მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც გასულ კვირას, 9 სექტემბერს, „ჰამასის” ლიდერების განეიტრალების მიზნით ისრაელმა საჰაერო იერში კატარზე მიიტანა.

პალესტინელები ტოვებენ საკუთარ სახლებს და მიემართებიან ჩრდილოეთ ღაზისკენ, 15 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Abdel Kareem Hana

ღაზის სექტორზე გაძლიერებული სამხედრო იერიშების შედეგად, მოსახლეობას სახლების იძულებით დატოვება უწევს. გასული ორი კვირის განმავლობაში ისრაელის შეტევების შედეგად ევაკუაცია ათი ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს მოუხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend