მოსკოვის სასამართლომ ფემინისტური საპროტესტო ჯგუფის, Pussy Riot-ის, ხუთ წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა მათი ანტისაომარი გამოსვლების გამო.
მუსიკოსებსა და აქტივისტებს ბრალი წაუყენეს 2022 წლის დეკემბერში გადაღებული მუსიკალური ვიდეოს გამო.
ვიდეორგოლში სახელწოდებით „დედა, ტელევიზორს ნუ უყურებ” გამოყენებულია რუსი ჯარისკაცის რეალური აუდიოჩანაწერი, რომელიც საკუთარ დედას ტელეფონით ესაუბრება.
„დედა, იქ ნაცისტები არ არიან. ტელევიზორს ნუ უყურებ”, – ისმის მისამღერში და სწორედ ამის გამო რუსული ჯგუფი რუსი სამხედროების თაობაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
ჯგუფის წევრებს ასევე ბრალი წარუდგინეს 2024 წლის აპრილში გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართული წარმოდგენის დროს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პორტრეტის მიმართ „უხამსი ქმედებების“ ჩადენაში.
დაუსწრებლად გამოტანილი პატიმრობის სასჯელები, როგორც წესი, ძალაში შედის პირის რუსეთში ექსტრადირების შემდეგ.
Pussy Riot-ის ხუთმა წევრმა ადვოკატების მეშვეობით სასამართლოს აცნობა, რომ ისინი უარყოფენ ბრალდებებს და მათ პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.