მთავარისაქართველოახალი სასწავლო წელი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

ახალი სასწავლო წელი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლებლის 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიმართეს.

უწყების ხელმძღვანელებმა ლიცეუმის წარმომადგენლებს, კადეტებსა და მათი ოჯახის წევრებს სასწავლებლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა კადეტთა სასწავლებლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება; ლიცეუმის დირექტორმა კი, ისაუბრა უწყების წარმატებულ საქმიანობაზე, რაც მის მიმართ მზარდ ინტერესს განაპირობებს.

პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს „კადეტთა მრწამსი”. ღონისძიების დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კადეტთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. მოსწავლეებმა, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და ჩააბარონ გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend