2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 20 დღეზე ნაკლები რჩება – ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პროცესში არ მონაწილეობს. პოლიტიკური პარტიების მეორე ნაწილი, ვინც წლევანდელ არჩევნებში ჩართვა გადაწყვიტა, აქტიურად ატარებს საარჩევნო კამპანიას.
როგორი იქნება წლევანდელი არჩევნები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე, რას გეგმავს ცესკო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პრევენციისთვის და როგორია უწყების მოლოდინი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შესახებ – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ისაუბრა.