მთავარიევროპაბელარუსიბელარუსის ციხეები 52-მა პოლიტიკურმა პატიმარმა დატოვა

ბელარუსის ციხეები 52-მა პოლიტიკურმა პატიმარმა დატოვა

ბელარუსმა შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 11 სექტემბერს 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა.

ეს ვაშინგტონსა და მინსკს შორის შესაძლო დაახლოების კიდევ ერთი ნიშანია. როგორც ცნობილია, მინსკი რუსეთის ახლო მოკავშირეა,  რომელიც წლების განმავლობაში იზოლაციაში იყო.  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკას გასულ თვეს ტელეფონით ესაუბრა. ამერიკელი ლიდერი პირისპირ შეხვედრასაც გეგმავდა.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელმაც დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააგრძელოს ლუკაშენკაზე ზეწოლა, რათა მან გაათავისუფლოს გისოსებს მიღმა დარჩენილი 1000-ზე მეტი პირი.

გათავისუფლებული პატიმრების მოლოდინში აშშ-ის საელჩოსთან ვილნიუსში, ლიეტუვა, 11 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Mindaugas Kulbis

ვილნიუსში გამოსვლისას ციხანოვსკაიამ ასევე დასძინა, რომ სანქციების შემსუბუქებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობები გაუჩინოს როგორც მინსკს, ისე მოსკოვს. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, გააგრძელოს შეზღუდვების დაწესება.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსის ციხეებიდან პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს, მაგრამ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათ  ბელარუსიდან აძევებენ – დეპორტაციას უპირებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, დარჩეს ბელარუსში ან წავიდეს, თუ ასეთი არჩევანი არსებობს. მაგრამ ბელარუსში ხალხს ასეთი შესაძლებლობები არ აქვს, ამიტომ ისინი იძულებით დეპორტირებული არიან ქვეყნიდან. მე უნდა გავაფრთხილო, ვთხოვო ჩვენს დემოკრატ პარტნიორებს, არ შეცვალონ პოლიტიკა ლუკაშენკას რეჟიმთან მიმართებით, დატოვონ იგი იზოლაციაში და გააგრძელონ ზეწოლა რეჟიმზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა დანარჩენი ადამიანების გასათავისუფლებლად.  რა თქმა უნდა, ეს გონივრულად უნდა იყოს დაკავშირებული დიპლომატიურ ძალისხმევასთან. თქვენ იცით, პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა ყველა ადამიანის გასათავისუფლებლად“, – აცხადებს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია ესაუბრება ჟურნალისტს აშშ-ის საელჩოსთან ვილნიუსში, ლიეტუვა, 11 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP Photo/Mindaugas Kulbis

ბელარუსს, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, არაერთხელ დაუწესდა დასავლეთის სანქციები როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ისე მოსკოვისთვის 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს მისი ტერიტორიის გამოყენების გამო.

პრეზიდენტი ლუკაშენკა სამ ათწლეულზე მეტია, რკინის ხელით მართავს 9.5-მილიონიან ქვეყანას. დისიდენტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები კი ციხეებში არიან.

თუმცა ერთ წელზე მეტია, ლუკაშენკა ცდილობს დასავლეთთან გარკვეულწილად ურთიერთობების აღდგენას იმ იმედით, რომ შემსუბუქდება როგორც სანქციები, ისე საერთაშორისო იზოლაცია.

იგი ბოლო დროს რეგულარულად ათავისუფლებს პატიმრებს, რათა დასავლეთის კეთილგანწყობა მოიპოვოს.

ივნისში, ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, 13 პირთან ერთად ბელარუსის ლიდერმა გაათავისუფლა სერჰეი ციხანოვსკი, ერთ-ერთი მთავარი დისიდენტი და ფიგურა.

ბელარუსის ეროვნული ავიახაზების, „ბელავიას”, თვითმფრინავი Copyright AP Photo

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საპასუხო ნაბიჯებს დგამს აშშ-ც. 11 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომ შტატებმა ავიაკომპანია ბელავიას სანქციები მოუხსნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend