მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSპოლონეთის მოთხოვნით გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

პოლონეთის მოთხოვნით გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო პოლონეთის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხზე.

ვარშავაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი საშუალებას აძლევს გამოიძიოს კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და შეიმუშაოს შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესება. საგანგებო სხდომები, როგორც წესი, უეცარი და სერიოზული საერთაშორისო კრიზისების საპასუხოდ იმართება.

10 სექტემბერს პოლონეთმა უკვე აამოქმედა ნატოს მეოთხე მუხლი, რომელიც მოკავშირეებთან დაუყოვნებელ კონსულტაციებს ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში 10 სექტემბრის ღამით შევიდა, მათი დიდი ნაწილი კი ბელარუსის ტერიტორიიდან.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაირღვა, თუმცა ასეთი მასშტაბით არასდროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend