ტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
კირკს იუტას უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე იმ დროს ესროლეს, როცა ის სტუდენტურ დებატებში მონაწილეობდა. კირკი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისი გარდაცვალების შესახებ პირველი განცხადება სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა.
„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი მკვდარია. არავის ესმოდა და თანაუგრძნობდა ახალგაზრდობას ამერიკაში ისე, როგორც ჩარლი. ის უყვარდა და მას პატივს სცემდა ყველა, განსაკუთრებით მე და ის უკვე ჩვენთან აღარაა. ჩემი და მელანიას სახელით ვუსამძიმრებ მის შესანიშნავ მეუღლეს, ერიკასა და მის ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.