„რუსეთი NATO-ს სიმტკიცეს ცდის, თუმცა ის თავისი ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს”, – ასეთია სამხედრო ალიანსის ლიდერების შეფასებები მას შემდეგ, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობა შეიჭრა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები რუსეთის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, არის თუ არა ეს კრემლის მხრიდან NATO-ს წინააღმდეგ ღია კონფრონტაცია და რას გულისხმობს ალიანსის წესდების მე-4 მუხლი, რომელიც პოლონეთმა უკვე აამოქმედა – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამხედრო ანალიტიკოსმა ოთო კონჯარიამ ისაუბრა.