მთავარისაქართველოგლობალური მშვიდობის ინდექსით საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

გლობალური მშვიდობის ინდექსით საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (GPI) თანახმად, საერთაშორისო მშვიდობის ინდექსით საქართველო 163 სახელმწიფოს შორის 109-ე ადგილზეა.

ამავე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები რვა პუნქტით დაქვეითდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მშვიდობის ინდექსით, საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც, შესაბამისად, 58-ე და 95-ე ადგილებს იკავებენ.

ბოლო ადგილზე რუსეთია, პირველზე – ისლანდია. მშვიდობის ინდექსით პირველ ათეულში მოხვდნენ ძირითადად ევროპული სახელმწიფოები. მათ შორის არიან: ირლანდია, ავსტრია, შვეიცარია, პორტუგალია, დანია, სლოვენია და ფინეთი. ათეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია და სინგაპურიც.

ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტს ცალკე აქვს გამოყოფილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებიც. ამ მხრივ, საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ: თურქმენეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, მოლდოვას, ყაზახეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს.

ამავე სიაშია უკრაინა, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო მსოფლიო მასშტაბით ბოლოს წინა, 162-ე ადგილი უკავია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend