პროდუქტის ფასი, წარმომავლობა, სანდოობა, გემო, ხარისხი – ეს და სხვა არაერთი კრიტერიუმი განსაზღვრავს მომხმარებლის ქცევას სასურსათო პროდუქტის შეძენის დროს.
ქართული თუ იმპორტირებული? რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ადამიანები სასურსათო პროდუქტების შერჩევისას – ამ თემაზე „ეისითიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ეისითის” კვლევის ანალიტიკოსმა, რუსუდან ჩხეიძემ ისაუბრა.