საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას პლატფორმა X-ზე ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს არის მიუღებელი ქმედება.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე. მისივე ცნობით, უახლოეს მომავალში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდება.
The incursion of Russian drones into Polish airspace during an attack carried out by Russia against Ukraine is simply unacceptable. I condemn it in the strongest terms. I call on Russia to put an end to this reckless escalation. I reiterate to the Polish people and their…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) September 10, 2025
„რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია. საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს. ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.