მთავარისაქართველოაშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ ისაუბრებენ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ ისაუბრებენ

10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში განიხილავენ საქართველოს შესახებ მომზადებულ დოკუმენტს სახელწოდებით  „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.

ინფორმაცია განხილვის შესახებ თავად აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსმენაზე განიხილავენ „საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრის გლობალურ შედეგებს“. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ოდესღაც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, ხელისუფლება რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს.

„დღეს „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთსა და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაშალა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით. ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობისა და ცენტრალური აზიის იშვიათ მიწათა ელემენტებზე წვდომის დაბლოკვით“, – წერია განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია ასევე წერს, რომ განიხილავენ „მეგობარი აქტის“ მიღების საკითხსაც.

„ეს მოსმენა განიხილავს საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრის გლობალურ შედეგებს. ასევე განიხილება აშშ-ის მიერ გასატარებელი პოლიტიკა, მათ შორის „მეგობარი აქტის“ მიღების საკითხიც, რათა შეერთებული შტატები დაეხმაროს ქართველ ხალხს აშშ-თან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების შენარჩუნებაში“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ჰელსინკის კომისიაზე მოუსმენენ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდეშელსა და „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend