მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოქმედი თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად წარადგინა.

ის ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრია. 8 სექტემბერს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ნდობა არ გამოუცხადა, რის შემდეგაც ოპონენტებმა ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდეს.

39 წლის ლეკორნუ საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი იყო. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან აქტიურად მუშაობდა საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისთვის.

ყოფილი კონსერვატორი მაკრონის ცენტრისტულ მოძრაობას 2017 წელს შეუერთდა და თანამდებობები ეკავა ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ლეკორნუს მთავარი მიზანი ახლა 2026 წლის ბიუჯეტზე კონსენსუსის მიღწევა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend