საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის მეოთხედფინალისთვის ემზადება. საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს მეტოქე ფინეთი იქნება, რომელსაც ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, დაუპირისპირდება.
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს და მეოთხედფინალური მატჩის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ეს უკვე საუკეთესო შედეგია, საუკეთესო რვა გუნდს შორის ქართველები პირველად მოხვდნენ.