მთავარიევროპარუსეთირუსეთი გადის წამების აღკვეთის ევროპული კონვენციიდან

რუსეთი გადის წამების აღკვეთის ევროპული კონვენციიდან

რუსეთი ტოვებს კიდევ ერთ ევროპულ კონვენციას და უარს ამბობს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთაზე.

შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნა სახელმწიფო დუმას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსკოვი აღარ იქნება ვალდებული რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში შეუშვას საერთაშორისო უფლებადამცველები.

ამასთან, კონვენციიდან გასვლა ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მსჯავრდადებულები საერთაშორისო სასამართლოებში ვეღარ გაასაჩივრებენ მათდამი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს.

ევროპულ კონვენციას რუსეთმა ხელი მოაწერა 1996 წელს, ევროსაბჭოში გაწევრებიდან მალევე. ევროპული გაერთიანებიდან ქვეყანა 2022 წელს გააძევეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend