MTV Video Music Awards 2025

4 ჯილდო მათ შორის „წლის არტისტის” სტატუსი – ლედი გაგა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 2025 წლის დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორია.

ლედი გაგას მხოლოდ ერთი ჯილდოთი ჩამორჩა პოპმომღერალი არიანა გრანდე. ის ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა – გაიმარჯვა წლის ვიდეოს კატეგორიაში.

3 ჯილდო მიიღო ასევე საბრინა კარპენტერმაც.

დაუვიწყარო საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო რიკი მარტინის გამოსვლა. მან მიიღო  „ლათინო ლეგენდის ჯილდო“, რომელიც თავის შვილებს მიუძღვნა.

სპეციალური ჯილდო მერაია ქერიმ დაიმსახურა. „მხოლოდ ერთმა დედოფალმა” – როგორც მას არიანა გრანდემ უწოდა…

მერაია ქერის გამოსვლა MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, 7 სექტემბერი, 2025 წელი Photo By Charles Sykes/Invision/AP

და, რა თქმა უნდა, წლევანდელ დაჯილდოებაზე ბევრი ისაუბრეს ოზი ოსბორნზე. ამ საღამოს ყველზე ემოციური მომენტი კი სწორედ ოზის პატივსაცემად შესრულებული დაუვიწყარი ჰიტები იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend