მთავარიაზიაღაზაღაზაზე მორიგი იერიშის დროს, ისრაელმა სკოლის შენობა დაბომბა

ღაზაზე მორიგი იერიშის დროს, ისრაელმა სკოლის შენობა დაბომბა

ქალაქ ღაზაზე ისრაელის მორგი შეტევას 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვი და სამი ქალია. ერთ-ერთი შეტევა სკოლაზე იყო, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებსა თავს. მხოლოდ ამ შენობაში 8 პირი დაიღუპა.

„ეს გულისმომკვლელი სანახაობაა. რომ გავიღვიძე,  ჩემი ბიძაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. ის ჯერ კიდევ  გუშინ დაკარგულად ითვლებოდა. დილით კი აქ მოვედით, რომ  ამოგვეცნო. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი დაღუპულია. არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ყოველდღე გვყავს დაღუპულები, ყოველდღე გვყავს მოწამეები, ყოველ საათში ვკარგავთ ადამიანებს“, – ნაგლაა აბუ გეჰადი – დევნილი ბეით-ჰანუნიდან:დევნილი ბეით-ჰანუნიდან, ნაგლაა აბუ გეჰადი.

„უამრავი ადამიანი გუშინ ღამით დაიღუპა. ისინი დახმარებას იღებდნენ, რათა თავიანთი მამებისთვის, შვილებისა და ძმებისთვის საკვები მიეტანათ. ეს უბრალოდ ჩვენი განადგურებაა. ეს მდგომარეობა, რომელშიც  ვცხოვრობთ, მოითხოვს ძლიერი, ეროვნული და პატრიოტული პოზიციის გამოხატვას, რათა შეჩერდეს  პალესტინელების სისხლისღვრა“, – ამბობს ღაზის მკვიდრი, ჰოსამ ალ-შეიხ ხალილი.

ისრაელის სამხედრო ძალების მტკიცებით, ისინი თავს დაესხნენ  სკოლის მიმდებარედ მყოფ შეიარაღებულ მებრძოლებს.  მოსახლეობისთვის კი თავდასხმამდე ევაკუაციის ბრძანება  გასცეს. ისრაელის არმია კვლავ ადანაშაულებს „ჰამასს“ სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში.

ამ დროისთვის ღაზაში 48 ისრაელელი ტყვეა. ისრაელი ვარაუდობს, რომ მათგან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია. ,,ჰამასის“ მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში თავდასხმისას 251 ადამიანი გაიტაცეს, 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე კი მოკლეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend