მთავარიევროპაბელგიაპალესტინის მხარდამჭერი აქცია ბრიუსელში

პალესტინის მხარდამჭერი აქცია ბრიუსელში

7 სექტემბერს ბრიუსელის ქუჩებში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. ათასობით მოქალაქე გამოვიდა ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების მოთხოვნით. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები კვლავ ვერ შედგა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი პირობა დადო, რომ გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია ქალაქ ღაზაში.

აქციის მონაწილეთა ნაწილი წითელ სამოსში იყო გამოწყობილი, წითელი ბანერები ეჭირათ. აქციის ორგანიზატორები აცხადებნდნენ, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი, რათა ისრაელისა მისი მხარდამჭერებისთვის „წითელი ბარათი“ ეჩვენებინათ.

„ის, რაც ღაზაში ხდება, ნელ-ნელა გვკლავს შინაგანად. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ამ დონემდე მივიდა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანობაზე და ა.შ. მაგრამ ვხედავთ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში  გარკვეული სანქციები გამოიყენება, ზოგიერთში კი – არა“,  – განაცხადა მოკთარ ელ ჰასუნმა, ბრიუსელის მკვიდრმა.

ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობაში 110 000 მომიტინგე მონაწილეობდა. ბრიულისელის პოლიციის ცნობით, კი საპრტოესტო დემონსტრაციაში 70 000 ადამიანი ჩაერთო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იმის გათვალისწინებით, რაც ხდება. სოციალურ ქსელებში ყველა მტკიცებულებას ვხედავთ, დღეს ყველაფერი დოკუმენტირებულია.  აუცილებელია, რომ ყველამ თავისი  წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.  დღეს სულ მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გამოვნახოთ დრო და ამ მსვლელობაზე მაინც მივიდეთ“, – თქვა მოკთარ ელ ჰასუნმა, ბრიუსელის მკვიდრმა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ  64 368 პალესტინელი დაიღუპა, 162 776 კი დაიჭრა. ღაზაში ჯერ კიდევ რჩებიან მძევლები, რომელთაგან, როგორც ისრაელის მხარე ვარაუდობს, დაახლოებით 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend