მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 400-მდე გაიზარდა

ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა. დაშავებულია 3 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ „თალიბანის” სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განცხადება დღეს, 2 სექტემბერს, პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და სავარაუდოა, რომ გაიზრდება მსხვერპლიც. განადგურებულია არაერთი სოფელი. რთული რელიეფის გამო სამაშველო ჯგუფების მუშაობა და მთიან ტერიტორიებამდე მისვლა რთულდება.

6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში კვირას, 31 აგვისტოს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. ეპიცენტრი ავღანეთის სიდიდით მეხუთე ქალაქიდან, ჯალალაბადიდან, 27 კილომეტრით იყო დაშორებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend