მთავარიევროპაუკრაინაბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბრიუსელში დღეს, 1-ელ სექტემბერს, გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც უკრაინის მოთხოვნით ჩაინიშნა. მიზანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმის განხილვა და საპასუხო რეაგირებაზე შეჯერებაა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას განცხადებით, რუსეთის მხრიდან სამშვიდობო ძალისხმევაზე უარს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს და კრემლმა პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ დიპლომატმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ველით, რომ გაიმართება ფოკუსირებული დისკუსია ერთობლივი ნაბიჯების შესახებ, რათა ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას და უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას. მადლიერები ვართ ნატოს და ყველა მოკავშირის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინისა და სამშვიდობო ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას. ომის გახანგრძლივების გამო მოსკოვმა შედეგად უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს”, – წერს ანდრიი სიბიჰა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend