მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი რუსეთს „ეკონომიკური ომით“ ემუქრება

დონალდ ტრამპი რუსეთს „ეკონომიკური ომით“ ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტას არ დასთანხმდება.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადება 26 აგვისტოს გააკეთა.

„ეს არ იქნება მსოფლიო ომი, ეს იქნება ეკონომიკური ომი, რომელიც ცუდია და ის ცუდია რუსეთისთვის. მე ეს არ მინდა. ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება და თუ მათი გადარჩენა შემიძლია ეკონომიკური სანქციების დაწესებით ან ძლიერი სატარიფო პოლიტიკის შემოღებით, რომელიც რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, ამას გავაკეთებ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

18 აგვისტოს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატოს ლიდერების მიღების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას გაუწევდა ორგანიზებას.

თუმცა კრემლში გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ასეთი შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend