მთავარიმსოფლიოამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Lil Nas X დააკავეს

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Lil Nas X დააკავეს

ამერიკელი რეპერი Lil Nas X დააკავეს. მას ოთხი სხვადასხვა დანაშაულისთვის ედება ბრალი, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელებთან დაპირისპირებაა. რეპერი ქუჩაში ტანსაცმლის გარეშე მოძრაობდა და სამართალდამცავებმა ის სწორედ ამ მიზეზით გააჩერეს, ამის შემდგომ კი, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მუსიკოსი, რომლის იურიდიული სახელი და გვარი მონტერო ლამარ ჰილია, ბრალს არ აღიარებს.

თავდაპირველად რეპერს ბრალი წვრილმანი დანაშაულისთვის ედებოდა, თუმცა შემდეგ ამ ყველაფერს პოლიციელის დაჭრა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა დაემატა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში Lil Nas X-ს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რეპერი 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი 75 000 დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გაათავისუფლეს. Lil Nas X-ის მომდევნო სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება.

26 წლის რეპერი მუსიკალური გრემის ორგზის მფლობელია. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ინოვაციური ჟღერადობითა და სტილით ის არაერთხელ ყოფილა მუსიკალური ჩარტების სათავეში. Lil Nas X-ის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია “Old Town Road”, რომელსაც მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend