მთავარისაქართველომზია ამაღლობელია ვაცლავ ჰაველის პრემიის მიმღებთა მოკლე სიაშია

მზია ამაღლობელია ვაცლავ ჰაველის პრემიის მიმღებთა მოკლე სიაშია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია. ამის შესახებ, პრემიის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე წერია.

მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.

ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება.

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია 2013 წელს დააარსა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და „ქარტა 77“ ფონდთან ერთად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend