მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერს, ლარს კლინგბეილს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერს, ლარს კლინგბეილს შეხვდა

კიევში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ვიცე-კანცლერს, ლარს კლინგბეილს შეხვდა. როგორც ვიცე-კანცლერმა განაცხადა, მისი ვიზიტის უმთავრესი მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხის განხილვა იყო.

ორი ქვეყნის დელეგაციებმა განიხილეს ყველა შესაძლო გზა, რომლითაც გერმანიას სამშვიდობო პროცესში უკრაინის დახმარება შეუძლია. ლარს კლინგბეილის თქმით, მათ განიხილეს ისიც, თუ რას მოიმოქმედებენ, თუ პუტინი ომის გაგრძელებას გადაწყვეტს.

„რა არის სწორი მიდგომა? საბოლოოდ, უნდა არსებობდეს პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ არ დაესხმება თავს, რომ რუსეთს ეშინია უკრაინაზე თავდასხმის. ეს უნდა განვიხილოთ და მე აქ არ მოვდივარ განცხადებებით იმის შესახებ, რა როგორ გაკეთდება. ეს ერთად უნდა განვიხილოთ. ვიცი, რომ კანცლერისთვისაც ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა, კითხვა, თუ როგორ მივიღოთ ძლიერი არმია და უკრაინული იარაღის გაზრდილი წარმოება, ამაზე ძალიან მკაცრად გავამახვილებთ ყურადღებას. ყველა შემდგომი საკითხი განიხილება და გადაწყდება ფედერალური მთავრობის დონეზე, თუმცა არსებობს მკაფიო ვალდებულება და ეს კიდევ ერთხელ მინდა პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურო“, – აცხადებს გერმანიის ვიცე-კანცლერი, ლარს კლინგბეილი**.**

18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას, თუმცა კრემლში რუსმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ასეთი შეხვედრა მალე არ გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend