მთავარისაქართველო„გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო- ძლიერი საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელეს

„გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო- ძლიერი საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელეს

„გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.

2023 წლის მარტიდან ირაკლი კუპრაძე კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. თბილისის მერის კანდიდატურა საზოგადოებას წარუდგინა ამავე კოალიციის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავიბრუნოთ თბილისი, შეგვიძლია, დავიბრუნოთ სოფლები, დაბები და ადამიანები, რომლებიც გარიყული ჰყავს „ქართულ ოცნებას“… – თქვა ირაკლი კუპრაძემ წარდგენისას.

ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 14 ივლისს გააფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. მაშინ ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ „თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა რაც მოქალაქეებს აქვთ“.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend