ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ბრუნდება და ამჯერად მარტო არა. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი ლიდერებით ოვალურ კაბინეტში ევროპის სახელით იქნებიან წარმოდგენილი, მათთან ერთად კი ნატოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელები.
ამ უპრეცედენტო შეხვედრაზე კონტინენტს სერიოზული ამოცანა აქვს – გავლენა იქონიოს აშშ-ის პრეზიდენტის მომდევნო ნაბიჯებზე, უზრუნველყოს უკრაინისთვის ომის სამართლიანი დასასრული და არ დაუშვას ევროპული უსაფრთხოებისთვის სარისკო გარიგებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
სტუმრებს აშშ-ის პრეზიდენტიც განსაკუთრებულად ელოდება, მითუმეტეს რომ მათთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
“თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად არასოდეს მიმიღია. დიდი პატივია ვუმასპინძლო მათ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე.
ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ბევრი იმუშავეს იმისათვის, რომ თებერვალში ოვალურ კაბინეტში გამართული უხერხული სცენა აღარ განმეორებულიყო. მას შემდეგ კიევმა „ტრამპის ენაზე“ საუბარი კარგად ისწავლა.
დღეს კი სასაუბრო იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ალასკაში რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის იმაში დარწმუნება მოახერხა, რომ ამოცანა არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულებაა.
სწორება ახლა სწორედ ყველაზე რთულზეა, იმ მგრძნობიარე ტერიტორიული საკითხების გადაჭრაზე, რისი კომპლექსურობაც არის კიდეც ათწლეულიანი კონფლიქტის გადაუჭრელობის მთავარი მიზეზი.
ომის 24 საათში დასრულების დაპირებით თეთრ სახლში მისულ დონად ტრამპს ,სვლა მაინც რთული გზით მოუწია. ეს იმიტომ, რომ მოცემულობები სხვა საშუალებებს არ იძლევა.
“ცე1ცხლის შეწყვეტის მოთხოვნა მაგიდიდან არავის აუღია, მაგრამ პრეზიდენტი თვლის, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის დასასრულებლად სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება. ამას გზად ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება? -ჩვენ ამას ადვოკატირება უკვე გავუწევთ. სამწუხაროდ რუსები ამჟამად ამ პირობას არ თანხმდება, მაგრამ იდეა რისკენაც ვისწრაფვით არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ამ ომის დასრულებაა. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი მიზანია რუსეთი დავითანხმოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე, როგორც კი მას დავუწესებთსანქციებს, ჩვენ ამის შესაძლებლობას დავკარგავთ. ეს ომი მხროლოდ უარესდება და ის უნდა შეჩერდეს. ესაა პრიორიეტი.
უკრაინისთვის უნდა არსებობდეს სუსაფრთხოების გარანტიები, ეს ერთერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. თუ ეს ომი დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს განმეორდება. უკრაინას არ სურს 3-4- წლის შემდეგ ისევ იომოს, თუ როგორი სტრუქტურა ექნება ამ უსაფრთხოების გარანტიებს, რა როლი გვექნება მასში ჩვენ – ამაზე მუშაობა გრძელდება. ეს იქნება სწორედ გარიგების საკვანძო ელემენიტი. იმისათვის, რომ სამომავლოდ მშვიდობამ დაისადგუროს, რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი და შევიდეს ალიანსებში სხვა ქვეყნებთან – რა კონსტრუქცია ექნება ამას,როგორ აშენდება და რას დავუძახებთ ამ გარანტიებს – ამაზე მსჯელობა გაგრძელდება მომდევნო დღეებში”,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ჩანს, რომ უკრაინის ნატოში წევრობა დღის წესრიგიდან მოხსნილია, სამაგიეროდ, დღის წესრიგში გაჩნდა ახალი უსაფრთხოებითი გარანტია, რომელზეც დიდი ხნის წინ იტალიის პრემიერ-მინისტი, ჯორჯა მელონი საუბრობდა.
ეს კი კიევისთის ნატოს უსაფრთხოებით ქოლგის ქვეშ ყოფნას გულისხმობს, მისი ფაქტობრივი წევრობის გარეშე.
კერძოდ, საუბარია იმაზე,რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი უკრაინაზეც იმუშავებს.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის თქმით, ამაზე კრემლის თანხმობამ ბოლო შეხვედრაზე პირველად გაიჟღერა და როგორც ვარიანტი დამუშავებადია. თუმცა ზოგიერთ მედიასაშუალება წერს, რომ აქ ერთ-ერთ გარანტორად რუსეთი ჩინეთის შემოყვანას მოითხოვს.
„შეერთებული შტატები პოტენციურად მზადაა უკრაინას მეხუთე მუხლით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, მაგრამ არა NATO-გან. პირდაპირ შეერთებული შტატებისა და სხვა ევროპული ქვეყნებისგან ეს გარანტია ძალიან დიდი განაცხადია“, – ამბობს დონალდ ტრამის სპეციალური წარმომადგენელი, სტივენ უიტკოფი.
დონალდ ტრამპსა და მის გუნდს ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ სწრაფ შედეგზე არიან ორიენტირებული, და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, შესრულდება თუ არა ხელმოწერილი დოკუმენტების პირობები. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის გათვალისწინებით, ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ რუსეთი დოკუმენტირებულ პირობას შეასრულებს. მაშინ უკრაინას ბირთვული იარაღის დათმობა მოსთხოვეს, აშშ-ის, ბრიტანეთისა და რუსეთის მიერ მინიჭებული უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
თუმცა საბოლოოდ ქვეყანა ბირთვული იარაღის გარეშე დარჩა და 2014 წელს რუსული აგრესიაც იწვნია. ჯერ ყირიმის ანექსიით, 2014 წელს შემდეგ კი 2022 წლის სრულმასშტაბიანი აგრესიით უკრაიანზე. ეს და სხვა ეპიზოდები ვაშინგტონში ჩასულმა ზელენსკიმაც მოიყვანა არგუმენტად.
“მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი, რომელიც პუტინმა უბრალოდ ახალი შეტევისთვის გამოიყენა ან როდესაც უკრაინას 1994 წელს ე.წ. „უსაფრთხოების გარანტები“ მიეცა, მაგრამ ეს ეფექტიანი არ გამოდგა. რა თქმა უნდა, ყირიმი მაშინ არ უნდა დაგვეთმო, როგორც 2022 წელს უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა და ხარკივი. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იბრძვიან დონეცკისა და სუმის რეგიონებში“, -დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონეცკი და ლუჰანსკი პუტინს თავისთვის უნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი უკრაინისგან დონბასის სრულად დათმობას ითხოვს და ამასთან მზადაა სხვა რეგიონებში კონფლიქტი გაყინოს – საუბარია ხერსონსა და ზაპოროჟიეზე. დათმობის სახით მოსკოვი მზადაა უარი თქვას ამ რეგიონებზე თავდასხმაზე. ამერიკელებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პუტინი მზადაა გარკვეული მოლაპარაებები აწარმოოს სუმისა და ხარკივის ოლქების მომავალთან დაკავშირებით.
ზოგიერთი წყარო კი იუწყება, რომ მოსკოვი საკანონდმებლო დონეზეა მზად, აიღოს უკრაინაზე და სხვა ევროპულ ქვეყნებზე თავდაუსმხელობის ვალდებულება. ამ გზით კი მოსკოვი სანქციების მოხსნის მეტ წინაპირობას გააჩენს,რაც ასევე არის კრემლის ერთერთი მოთხოვნა. ევროპისთვის რუსული ხედვები აბსურდულად გამოიყურება.
“ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ძლიერი უსაფრთხოებითი გარანტიები რათა დავიცვათ უკრაინა და ევროპის სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ვერ იარსებებს შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. იქნება ეს მესამე ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო თუ მესამე ქვეყნის დახმარება. საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლისღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
“მჯერა თუ არა რომ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა სურს? დიახ. მაგრამ არ მგონია, რომ პრეზიდენტ პუტინს სურდეს ამის გაკეთება. ვფიქრობ, რაც მათ სურთ უკრაინის კაპიტულაციაა, ესაა მათი შეთავაზება. ჩვენ გვექნება დისკუსია, სადაც პრეზიდენტი ტრამპი მოისმენს უკრაინისა და ევროპის ხედვებს. თუ ჩვენ დღეს გამოვავლენთ სისუსტეს რუსეთთან, ხვალ ახალი კონფლიქტისთვის მოგვიწევს მზადება. ეს შეეხება უკრაინას და შეგვეხება ჩვენც”, – აღნიშნავს საფრანგეთის პრწეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
“ეს სამიტი შესაძლოა იქცეს გზად მშვიდობისკენ. ჩვენ ახლო დიალოგი გვაქვს ემანუელ მაკრონთან, კირ სტარმერთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და გავუზიარებთ მას ტრამპს. დიდი პროგრესია ის, რომ ამერიკა მზადაა ევროპასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების გაცემისთის. დიპლომატური გადაწყვეა უნდა გულისხმობდეს უკრინის ინტერესების გათვალისწინებას მისი სახელმწიფოებრიობის, სუვერენობის სასარგებლოდ – ამას უნდა დავუახლოვდეთ”, – განაცხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკი კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
მოსკოვის ვრცელ მოთხოვნებს შორისაა უკრაინაში ოფიციალურ ენად რუსულის გამოცხადებაც, რაც აჩვენებს, თუ რამდენად მაქსიმალისტურად გამოიყურება კრემლის პრეტენზიები. მას აქვს ჯერ ისევ ბუნდოვანი მოთხოვნა უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის უსაფრთხოები მინიჭებაზეც.
სანაცვლოდ მოსკოვი ბევრს არაფერს თმობს. ის მხოლოდ ჩრდილო აღმოსავლეთის ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას განიხილავს. სავარაუდოდ ხარკივიდან,სუმიდან თუ დნიპროპეტროვსკიდან გასვლასაც. ანუ იმ ტერიტორიების დატოვებას,რომლის ბოლომდე მიტაცებაც ვერ მოასწრო.
უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტი უკვე კვირის ბოლოსთვის, 22 აგვისტოს გამართოს. თუმცა ამისათვის ჯერ ამერიკელებისა და ევროპელების სამიტის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, რომელზეც დიდი ფსონები კეთდება.