მთავარისაქართველოკახა კალაძის თქმით, საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება

კახა კალაძის თქმით, საქართველოს დღეს, ისე როგორც არასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა, რომ საქართველოს დღეს, ისე, როგორც არასდროს, გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ომში ჩართვის საფრთხე არსებობს, ვიდრე არ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი.

კახა კალაძემ დღეს ასევე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ „განცხადებები, რომ, თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე, არის დიდი ტყუილი, ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა “.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რა კავშირშია ორი აღნიშნული კანონი ვიზალიბერალიზაციასთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ არის. ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა. თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, ყველა არის აბსოლუტურად ყალბი, რომ თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. ეს ასე რომ იყოს, თუ მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, რეზოლუციებს არ მიღებდნენ და კაბინეტებში, პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend