მთავარიევროპასერბეთი„ჩვენი ქვეყანა სერიოზულ საფრთხეშია” - სერბერთის პრეზიდენტი

„ჩვენი ქვეყანა სერიოზულ საფრთხეშია” – სერბერთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც სერბეთის ქალაქების ქუჩებში რამდენიმე დღეა არეულობაა.

სატელევიზიო მიმართვაში, ვუჩიჩმა ანტისამთავრობო დემონსტრანტები „ტერორიზმში“ დაადანაშაულა და გაიმეორა თავისი განცხადება იმის თაობაზე, რომ მრავალთვიანი შეუჩერებელი მიტინგები მისი მმართველობის წინააღმდეგ  ორგანიზებულია დასავლეთის მიერ და მიზანი სერბეთის განადგურებაა.

“ჩვენი ქვეყანა სერიოზულ საფრთხეშია, მაგრამ არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ ჩვენი ღირებულებებიც. ჩვენი დემოკრატია, ნორმალური ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანების ცივილიზებული ცხოვრება. ყველაფერი საფრთხეშია. ეს პროტესი ყველას წინააღმდეგაა. თუ უფრო მკაცრ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, შესაძლოა მათ მოკლან კიდევაც ვინმე. ამაზე ღიად ვლაპარაკობ და დღეს ჩვენი შეხვედრის მიზეზი ეს არის. მკვლელობა ერთადერთია რაც დარჩა გასაკეთებელი. ყველაფერი უკვე გააკეთეს. ამას მე ისტრორიისთვის ვაკეთებ, ვხედავ სადაც მიდის საქმე”, – განაცხადა ვუჩიჩმა.

უკვე 5 ღამეა, შეტაკებებია სერბეთის ქუჩებში, სადაც ერთ მხარეს არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები და მეორე მხარეს პოლიცია და ვუჩიჩის მომხრეები.

დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრაციები იმართებოდა სერბეთის მთავრობის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც სერბეთის ჩრდილოეთით რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავი ჩამოინგრა და 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სერბეთში მოსახლეობის ნაწილი ამ ტრაგედიას სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში გავრცელებულ კორუფციას აბრალებს.

ბოლო დღეებია სიტუაციის ესკალაცია მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბა იყო ვიდეო, რომელზეც ჩანს რომ ქალაქ ვალიევოში მოქალაქეზე ძალადობს პოლიცია.

დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მმართველი პარტიის ოფისებს და მმართველი კოალიციის მოკავშირეების ოფისებს. პოლიციასთან შეტაკებები იყო ბელგრადშიც, სადაც ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება სახელმწიფოს კონრკეტული რეაგირება არეულობებზე, თუმცა ხაზგასმის აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend