მთავარიაზიაისრაელიისრაელში საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს, ისინი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ

ისრაელში საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს, ისინი მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდნენ

ისრაელში თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებზეც დემონსტრანტები მთავრობისგან ღაზაში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებად შეთანხმების გაფორმებას მოითხოვდნენ, 38 პირი დააკავეს. 

აქციის მონაწილები სხვადასხვა ადგილას იკრიბებოდნენ, მათ შორის პოლიტიკოსების სახლებთან, სამხედრო შტაბ-ბინებთან, ასევე მთავარ მაგისტრალებზე.  პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადრეც მოითხოვა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუმცა  კოალიციაში ამბოხების საფრთხის შეკავებასაც ცდილობს.

მისი კაბინეტის ულტრამემარჯვენე წევრები ამბობენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ არცერთ შეთანხმებას, რომლებიც „ჰამასს“ ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა ისრაელის მიერ ღაზაზე „უსაფრთხოების კონტროლია“, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ღაზის სექტორს საერთაშორისო დახმარება კვლავ საჰაერო გზით მიეწოდება, თუმცა ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის. ღაზის საავადმყოფოების ცნობით, კვირას ისრაელის ძალებმა მინიმუმ 17 ჰუმანიტარული მუშაკი დახოცეს, მათ შორის ცხრა ადამიანი დახმარებით სავსე სატვირთო მანქანებს ელოდებოდა.

ამასთან, ღაზის მოსახლეობა ეწინააღმდეგება ისრაელის გეგმას, რომელიც  ღაზის ჩრდილოეთიდან მათ სამხრეთში ევაკუაციას ითვალისწინებს. პალესტინელების ნაწილი არ აპირებს, დაემორჩილოს ბრძანებას. მათი აზრით,  ღაზის სექტორში არ არსებობს უსაფრთხო ადგილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend