„გამარჯვება უკრაინას” – ამ სახელწოდებით თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან, გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, რომელიც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია არ შეწყვეტილა და უკრაინელებსა და ქართველებს რუსეთის სახით საერთო მტერი ჰყავთ.
როგორც აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა თქვეს, ალასკაზე მიმდინარე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი იყოს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, ხოლო მათ მიერ გამართული მხარდასაჭერი აქცია სიმბოლური აქტია.
„უკრაინის მხარდაჭერა დიდი ხანია, გაცდა ორ ქვეყანას შორის რომელიმეს პოზიციის მხარდაჭერას, ის სამართლიანობის დამყარების სიმბოლოდ იქცა”, – თქვა აქციის მონაწილემ, ლელა კურტანიძემ.
აქციის მონაწილეების განცხადებითვე, „უკრაინელების გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვებაც იქნება”.