მთავარისაქართველოდავით ხომერიკს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

დავით ხომერიკს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

აქციებისას დაკავებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით  პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება კი, 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეს გადაწყვეტილება ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის შემდეგ გამოაცხადა. განაჩენს კი, ხმაური მოჰყვა როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე საქალაქო სასამართლოს ეზოში. დავით ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას აღმოუჩინეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობები, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებიდან განყოფილებამდე, გზად, დავით ხომერიკს სცემეს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend