მთავარისაქართველოთავისუფლების მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თავისუფლების მოედანზე, ,,ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები, ისევე, როგორც მზიას კოლეგები და მეგობრები აცხადებენ, რომ მედიამენეჯერის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

მზია ამაღლობელს პატიმრობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს მიუსაჯა. მან ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას” გულისხმობს. ხოლო პოლიციელზე თავდასხმის ვერსია, რასაც პროკურატურა 7 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, გაბათილდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend