უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩავიდა.
დაუნინგ სტრიტზე უკრაინის ლიდერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დახვდა.
ამ ვიზიტამდე ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
ლიდერების თქმით, ტრამპმა ისინი დაარწმუნა, რომ პარასკევს ანკორიჯში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იქნება პრიორიტეტული.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკიც იმყოფება.