მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში გვალვის გამო ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ

დიდ ბრიტანეთში გვალვის გამო ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ

ბენ ენდრიუსს დიდ ბრიტანეთში, ჰერეფორდშირში საოჯახო მეურნეობა აქვს. ფერმერი ამბობს, რომ წელს სალათის ფურცლები იმის ნახევარი გაიზარდა, რაც უნდა ყოფილიყოო. მიზეზი კი გვალვაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის 5 რეგიონშია გამოცხადებული.

“ძალიან ვდარდობ, რადგან ამ მარცვლეულის მოყვანაში დიდი ფულია ჩადებული, ჩვენ კი ვუყურებთ, როგორ იქცევა ეს ყველაფერი მტვრად. ფიქრი იმაზე, რომ მოსავლის აღება აღარ შეგვიძლია, ძალიან გვაწუხებს. უკვე ვფიქრობთ, ღირს კი ამ საქმის გაგრძელება მომავალში — კლიმატური რყევები ძალიან ძლიერია და წინასწარ ვერაფერს ვგეგმავთ. ვფიქრობ, ფასები დაიწევს და სუპერმარკეტებში დახლები შეიძლება ნაკლებად შეივსოს, ეს კი ზამთრის სეზონზეც იმოქმედებს“, – ამბობს ფერმერი ბენ ენდრიუ.

გარემოს დაცვის სააგენტო გვალვის პირობებში გამოსავალს წყლის მარაგების გაზრდაში ხედავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაგეგმილია ახალი წყალსაცავების მშენებლობა.

„გვაქვს დიდი გეგმები წყალსაცავების აშენების მიმართულებით, რათა წყლის მარაგები გაიზარდოს. გეგმა უკვე შედგენილია და ინვესტიციებიც ჩადებულია. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ წყალმომმარაგებელმა კომპანიებმა დაიწყონ მუშაობა, და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ხორციელდება“, – ამბობს გარემოს დაცვის სააგენტოს წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რიჩარდ ტომპსონი.

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, 1976 წლის შემდეგ, ივლისამდე, ყველაზე მშრალი ექვსი თვე იყო. წყალსაცავებში კი  გასულ კვირას, წყლის დონე 2% ით შემცირდა.

ტემპერატურამ, სამხრეთ საფრანგეთსა და დასავლეთ ბალკანეთში 40 გრადუსს გადააჭარბა, რამაც ხანძრები გამოიწვია, რამდენიმე ქვეყანაში ხალხის ევაკუაციაც გახდა საჭირო. მეცნიერები ამბობენ, რომ ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად თბობადი კონტინენტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend