მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: „დობროპილიისა და პოკროვსკის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად"

ზელენსკი: „დობროპილიისა და პოკროვსკის მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დობროპილიისა და პოკროვსკის მიმართულებით ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სამხედროებისგან. ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დობროპილიისა და პოკროვსკის მიმართულებით, გადაიდგა ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად და მადლობელი ვარ თითოეული დანაყოფის, ჩვენი თითოეული ჯარისკაცის, რომლებიც ახლა ოკუპანტებს ანადგურებენ. ყველგან, მათ შორის ხარკივის, ზაპორიჟიისა და სუმის რეგიონებში, ვცდილობთ უკრაინას ზუსტად ისეთი თავდაცვა მივაწოდოთ, როგორიც სჭირდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

იქამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დობროპილიეს შორიახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეზე ფრონტი გაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა პოზიციები გაიმყარონ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას საერთო და მტკიცე პოზიციის მისაღწევად. ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და, როგორც ყოველთვის, კარგი საუბარი გვქონდა, სწორი აქცენტებით. მადლობელი ვარ, რომ მხარს უჭერს ჩვენს ხალხს, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც მთავარია,  მისი პოზიციაა, რომ  მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ უკრაინის მონაწილეობით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

თავის ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარებისა და შუამავლობისთვის.

„ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას აშშ-სა და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. დღეს ასევე ვესაუბრე კატარის ემირს და მადლობა გადავუხადე, რომ რუსეთის მიერ გატაცებული ჩვენი ბავშვების გათავისუფლებაში დაგვეხმარა. მათი შუამავლობისა და ძალისხმევის დახმარებით ასობით ბავშვი დავაბრუნეთ. მას უკვე გავუზიარე პარტნიორებთან საუბრისას მიღებული გადაწყვეტილებები და შემდგომი შესაძლო ნაბიჯები“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთელი მსოფლიოსა და უკრაინის ყურადღება ახლა ალასკის ქალაქ ანკორიჯისკენაა მიმართული, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend