მთავარიმსოფლიოკავკასიავოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, შორის 10 აგვისტოს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიულოცა პრეზიდენტსა და აზერბაიჯანელ ხალხს აშშ-ში სომხეთთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფოს მეთაურებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ლიდერებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგებიც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას უკრაინის ენერგოდამოუკიდებლობის გასანადგურებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend