მთავარისაქართველორუსეთის დიპლომატიური უწყება: „სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს“

რუსეთის დიპლომატიური უწყება: „სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავს ეხმაურება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელსაც „სააკაშვილის რეჟიმს“ უწოდებს.

რუსი დიპლომატის თქმით, თუკი „თბილისი ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტს აღიარებს“, ამან „შესაძლოა წინ წაწიოს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი“. მისივე თქმით, აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა.

„შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა, იმ ფონზე, როდესაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი. ასევე იმ ფონზე, როცა გაკეთდა განცხადებები აფხაზებსა და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ამას მოჰყვეს კონკრეტული პრაქტიკული ქმედებები“.

მისი თქმით, მოსკოვისთვის კვლავ პირველადი ამოცანაა, საქართველომ ხელი მოაწეროს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულ შეთანხმებას“. მარია ზახაროვა წერს, რომ რუსეთი მზადაა, ამ პროცესებს ხელი შეუწყოს.

მარია ზახაროვას მტკიცებით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფით, „მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი“ თავს დაესხა „სამხრეთ ოსეთს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend