მთავარისაქართველოთბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსების მონიტორინგი

თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსების მონიტორინგი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს დასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მისაღებად.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობაზე, დარღვევებსა და მათი საქმიანობის მონიტორინგის აუცილებლობაზე.

კახა კალაძემ განმარტა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებიც. მისი თქმით, პარლამენტში მიღებული დადგენილების დახმარებით, „ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, ხოლო საცხოვრისით დაკმაყოფილდა 30 000-მდე ოჯახი“.

„დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი. ეს ეხება 10 000-მდე ოჯახს. ვინაიდან, ამ კორპუსების მცხოვრებლებისგან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები პროცესის დაჩქარებისა და ამ საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით… გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით, 2018 წლიდან დღემდე მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო 7 000-მდე შენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend