მთავარისაქართველომზია ამაღლობელის განაჩენს გმობს ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

მზია ამაღლობელის განაჩენს გმობს ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროპის 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა.

ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არიან მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი და მოკავშირე სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირი. ისინი გმობენ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს და მას „არაპროპორციულსა“ და „პოლიტიზებულს“ უწოდებენ.

განცხადების თანახმად, მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ. დიპლომატიური წარმომადგენლობების განცხადებაში საუბარია პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით კი მისი მხედველობის მნიშვნელოვნად გაუარესების შესახებ.

ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის „მაგალითი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნისა“.

ევროპული სახელმწიფოების დიპლომატები აცხადებენ, რომ გმობენ  ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე  ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას, ასევე კვლავ მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend