მთავარისაქართველოელდარ შენგელაია გარდაიცვალა

ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ დღეს, 4 აგვისტოს დილით ნატო ვაჩნაძის ფონდმა გაავრცელა.

ელდარ შენგელაიას არაერთი ცნობილი ქართული ფილმის რეჟისორი, მათ შორის – „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა”, „შერეკილები” და „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”.

ელდარ შენგელაიამ სადებიუტო ფილმი “თეთრი ქარავანი” თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. 1957-1959 წლებში იყო კინოსტუდია „მოსფილმის”, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” კინორეჟისორი. 1991 წლის 9 აპრილს ელდარ შენგელაია იყო მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend