მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინა„მივმართავ მხარდაჭერის თხოვნით რუსეთს" - მილორად დოდიკი სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს

„მივმართავ მხარდაჭერის თხოვნით რუსეთს” – მილორად დოდიკი სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მილორად დოდიკის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ბოსნიელი სერბების პრორუს პრეზიდენტს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 წლით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვა განესაზღვრა. მიზეზი პოლიტიკოსის სეპარატიოსტული ქმედებებია.

კერძოდ, ის ბოსნიასა და ჰერცეგოვინისგან სერბული ნაწილის გამოყოფისა და სერბეთთან შეერთების მოწოდებით გამოდიოდა. სწორედ ეს გახდა მისთვის ამერიკული სანქციების მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დოდიკმა უწოდა პოლიტიკური, რომელიც მისი თქმით, ევროკავშირისა და ბოსნიელი მუსლიმების მხრიდანაა ორკესტრირებული. ის დახმარების თხოვნით რუსეთს მიმართავს. ამჟამად დოდიკის დაკავება ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება, რადგან ის მეზობელი სერბეთის მხარდაჭერით სარგებლობს და შეუძლია თავშესაფარი მიიღოს, როგორც ბელგრადში ისე მოსკოვში. თებერვალში მისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მას სამჯერ უმასპინძლა.

„მე ველი სრულ მხარდაჭერას სერბეთისგან, ასევე მივმართავ მხარდაჭერის თხოვნით რუსეთს. მივწერ წერილს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასაც. ეს სამარცხვინოა, ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასა და კანონთან. ეს ყველაფერი კავშირშია მუსლიმების მცდელობასთან, რომ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში დომინაცია მოიპოვონ. ვიცი ისიც,  რომ ამის უკან დგას ევროკავშირი, რომელმაც ეს განაჩენი დაწერა. რეალურად ეს არის თავდასხმა სერბთა რესპუბლიკაზე, თუმცა ისინი ცდილობენ მის პერსონალიზებას და იმის თქმა, რომ ეს მილორად დოდიკს ეხება. მე არ ჩამიდენია არანაირი კრიმინალი”, – აღნიშნა დოდიკმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend