მთავარისაქართველოცვლილებები საბანკო სესხებზე

ცვლილებები საბანკო სესხებზე

1 აგვისტოდან 750 ათას ლარამდე სავალუტო სესხის აღება იზღუდება მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს – ახალი რეგულაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა.

ეს გადაწყვეტილება ბანკმა 28 მაისს მიიღო და ის ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა. სებ-ის განმარტებით, ამ ცვლილებამ საბანკო კრედიტების დოლარში გაცემა უნდა შეამციროს.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. უფრო ადრე, 2024 წელს სებ-მა ეს ზღვარი 200,000-დან 400,000 ლარამდე გაზარდა.

“სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 500 000-დან 750 000 ლარამდე გაზარდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვის მიზნით მიიღო. რეგულაციის გამკაცრებამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო და საბანკო სესხების დოლარიზაციის დონე შემცირდა. ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელში (64.7 მილიარდი ლარი) ლარში გაცემული სესხების წილი 57.1%-ს შეადგენს და ლარიზაცია წლიურად 2.76 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend