მთავარიევროპარუსეთიუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

თურქეთში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ახალი შეთანხმების ფარგლებში საუბარია თითოეული მხრიდან 1200 სამხედრო მოსამსახურეზე.

კიევის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ სამხედროებს შორის არიან მესაზღვრეები, საზღვაო დანაყოფებისა და ტერიტორიული დაცვის დანაყოფების წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანი ტყვეობაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა, კერძოდ, მარიუპოლის ბრძოლის შემდეგ. რუსული მხარე კი იუწყება, რომ ამ ეტაპზე სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიან.

სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. კიევის მოთხოვნებს შორის იყო უმაღლესი დონის შეხვედრა რუსეთისა და  უკრაინის პრეზიდენტებს შორის, თუმცა მოსკოვი ამ მოთხოვნას არ თანხმდება. კრემლში ამბობენ, რომ ამისათვის სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ეტაპამდე მიყვანაა საჭირო, რაშიც მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend