100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო და მოითხოვს სექტორში დაუყოვნებლივ დაუშვან სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები.
ერთობლივ განცხადებაში ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „ექიმები საზღვრების გარეშე“, „ამნესტი ინტერნეშენალი“ „ოქსფამი“ და ათობით სხვა, ამბობენ, რომ ანკლავში მარაგი მთლიანად ამოიწურა და ვრცელდება მასობრივი შიმშილი.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საკვები, სუფთა წყალი, სამედიცინო მარაგები, და საწვავი რიგ შემთხვევაში ხელუხლებელი რჩება სექტორის გარეთ გარეთ, ან ზოგიერთ შემთხვევაში ღაზის სექტორის საწყობებში.
„მოქალაქეების შიმშილის იარაღად გამოყენება, ომის დანაშაულია“, – განმარტავენ ორგანიზაციები განცხადებაში.
ორგანიზაციები მოითხოვენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, ყველა სახმელეთო გასვლელის გახსნას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ შედინებას სექტორში.
ღაზიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება იმის თაობაზე, რომ მშვოდობიანი მოქალაქეები შიმშლით იხოცებიან. სამშაბათს ალ-შიფას საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ 72 საათში 21 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და შიმშილის გამო.